სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ ნაყინს ამოწმებს.
სეზონურობის ფაქტორისა და მოხმარების გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს როგორც წარმოებებში, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე.
სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაყინის ნიმუშები აიღეს. სურსათში სალმონელას და ლისტერიის აღმოჩენის მიზნით, 100 ნიმუშს ჩაუტარდა კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად, დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს, რომლის შედეგებიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.nfa.gov.ge
(სალმონელა და ლისტერია მონოციტოგენესი არის პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელმაც ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ინფექციური დაავადებები – სალმონელოზი და ლისტერიოზი.)