აშშ-ში, არიზონას შტატის სასაზღვრო პატრულმა 88 მიგრანტი დააკავა. დაკავებულთაგან 81 ბავშვია, რომელსაც თან მშობელი ან მეურვე არ ახლავს. მიგრანტთა უმეტესობა გვატემალადანაა.
გასული წლის განმავლობაში, სასაზღვრო კრიზისი გამძაფრდა. როგორც Fox News-ი წერს, მიგრანტთა ჯგუფები საზღვარს რეკორდული რაოდენობით ადგებიან.
2021 წლის განმავლობაში, მექსიკიდან აშშ-ში შესვლის მსურველი 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი დააკავეს.