ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციასა და სამედიცინო პირბადის ტარებაშია.
„2021 წლის ნოემბრის კოვიდ-19-ით გარდაცვალების ქრონიკა: საქართველოში – 769 საქართველოს მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე მხოლოდ 12 დღეში.
12 ნოემბერი – 77
11 ნოემბერი – 77
10 ნოემბერი – 78
9 ნოემბერი -75
8 ნოემბერი -74
7 ნოემბერი – 67
6 ნოემბერი – 66
5 ნოემბერი – 62
4 ნოემბერი – 53
3 ნოემბერი – 49
2 ნოემბერი – 47
1 ნოემბერი – 44
საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობა არის მხარდაჭერილი პირდაპირ რუსეთის ოკუპაციური ძალების მიერ. არ გჯერათ?! ნახეთ, რა საიტებს/ვიდეოებს/სურათებს აზიარებენ – 95% არის რუსულ ენაზე/რუსული თარგმანით და რუსული საიტებიდან.
ქართველი ანტივაქსერი “ბლოგერები” აჟღერებენ უშუალოდ რუსულ პროპაგანდას და რასაც ისინი თავის ფეისბუკ გვერდზე “შეწუხებული სახეებით” საუბრობენ, იმავეს საუბრობენ რუსული სამთავრობო არხები. ამაზე მეტი მტკიცებულება – რა ვიცი …. ისე, არ გებადებათ კითხვა, საიდან “უმუშევარ” ბლოგერს ამდენი დრო და მაღალხარისხიანი აპარატურა, რომ ისაუბროს “სიმართლეზე”?! ალბათ, ბებო მარო ხულოდან უგზავნის ყოველთვიურად მათ დასახმარებლად ფინანსებს. საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ამ ვერაგ ვირუსს, არის შემდეგი:
ვაქცინაცია ერთი ტიპის ვაქცინით (ფაიზერ-ბიონტეკი, ისე რუსებს ეს ვაქცინა არ აქვთ და გაგიჟებულები არიან, რომ უარი თქვეს თავის დროზე ამ ვაქცინაზე. ახლა კი 1200-მდე ადამიანს კარგავენ კოვიდით დღეში, ისიც “ოფიციალურად”)
სამედიცინო პირბადის გამოყენება ყველგან თან სწორი ტარება, რომ არ ამოვწყდეთ.
სოციალური დისტანციის დაცვა.
არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა.
არაპროფესიონალიზმი კლავს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.