გერმანიაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლების ფონზე ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„წინ რთული კვირები გველოდება და მე ძალიან ვნერვიულობ. ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც ჯერ არაა აცრილი: გთხოვთ დაფიქრდეთ“, – განაცხადა მერკელმა ვიდეომიმართვაში. ბოლო კვირის განმავლობაში გერმანიაში 100 000 ადამიანზე ინფიცირების მაჩვენებელმა პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს – 277,4-ს მიაღწია.