დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუსტერ დოზით აიცრა. გამყრელიძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.
ამირან გამყრელიძემ პირველ ჯერზე “სინოფარმის” ვაქცინით იყო აცრილი. ბუსტერ დოზა კი “ფაიზერით” გაიკეთა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, “ფაიზერზე” არჩევანის შეჩერება იმ ეჭვების გაქარწყლებასაც ემსახურებოდა, თითქოს ქვეყანაში არსებულ ფაიზერს ვადა გაუვიდა და მისი ვარგისიანობა საეჭვოა.
“უკვე გამივიდა ხუთ თვე ნახევარი, დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ დღეს უკვე “ფაიზერი” გავიკეთე, სპეციალურად გავიკეთე “ფაიზერი” იმის გამო, რომ ხალხი დავარწმუნო, მოგეხსენებათ, ჭორი არის სოციალურ მედიაში, თითქოსდა ქვეყანაში არსებულ “ფაიზერს” ვადა გაუვიდა ,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.