აშშ-ის კონგრესის წევრი ჯეკი ვალორსკი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „რესპუბლიკელი“ ჯეკი ვალორსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინდიანას შტატს წარმოადგენდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ინდიანას შტატში, ქალაქ ნაპანის მახლობლად მოხდა. ავტომობილს, რომელშიც ჯეკი ვალორსკი და მისი აპარატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანა დაეჯახა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 58 წლის ვალორსკი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ავტოავარიას ასევე ემსხვერპლნენ 27 წლის ემა ტომსონი და 28 წლის ზაკერი პოტსი. მეორე ავტომობილის მძღოლი, ედიტ შმუკერი ასევე ადგილზე გარდაიცვალა.