გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, ავღანეთში ბავშვების ქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა. ფონდი ამის ერთ-ერთ მიზეზად სიღატაკეს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ღარიბი ოჯახები ქალიშვილებს თანხისა და სხვა სარგებლის მიღების სანაცვლოდ ათხოვებენ. ფონდი აღნიშნავს, რომ მთავრობამ კვლავ უნდა გახსნას სკოლები გოგონებისთვის, რათა ქვეყანაში მცირეწლოვანთა ქორწინების რისკი შემცირდეს.
საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის დროით 16:20-ზე მოხდა 4.2(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა რუსეთში, ინგუშეთში,...