ცენტრალურ მექსიკაში, ხალისკოს შტატში, ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ავარიისას 10 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ NBC News-ი წერს.
უბედური შემთხვევა ქალაქ ლაგოს დე მორენოსთან ახლოს, გუანახუატოსა და ხალისკოს შტატების დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კათოლიკე მორწმუნეები ქალაქ სან ხუან დე ლაგოსში მდებარე ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ. მათი ფურგონი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.