38 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ პირველ მაისში ავტომობილი დაეჯახა, ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.
ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა”,- აცხადებს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია.
რაც შეეხება მძღოლს, ის მეზობელი სოფლიდანაა და დაკავებულია. იგი თავად ჩაბარდა პოლიციას.
შეგახსენებთ, ქვეითს ავტომობილი 14 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში საკუთარ სახლთან დაეჯახა, რა დროსაც ქალი სამსახურში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა.
უბედურ შემთხვევას მისი ძმებიც შეესწრნენ.