Site icon megatv.ge

“ავანტიურისტები” – სამოქალაქო თეატრი მესხიშვილის სცენაზე

“ავანტიურისტები” – ქუთაისის სამოქალაქო თეატრის  დებიუტი ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე გუშინ შედგა. პრემიერამ  საერთაოშიროს თეატრალური ფესტივალის “თეატრალური იმერეთის” ფარგლებში სრული ანშლაგით ჩაიარა.

მოყვარულმა მსახიობებმა და მესხიშვილის თეატრის მოწვეულმა მსახიობმა მაგდა გერაძემ, ფრანგი ავტორის, პიერ შენოს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარუდგინეს მაყურებელს.

მთავარი ეპიზოდი მილიონერი ავტორის ანდერძს, ავადმყოფობას, მის შესაძლო გადარჩენასა  და გარდაცვალებას ეხება. ოჯახის წევრები კი პარალელურად მემკვიდრეობის საკითხებს განიხილავენ და არერთი პრობლემის გადაჭრას გეგმავენ, თუმცა გარდაცვლილი მილიონერის მოულოდნელი დაცემინება ყველაფერს ცვლის.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი  “სამოქალაქო თეატრის” დამფუძნებელი ზეკო ხაჩიძეა, რეჟისორი – ნიტა ხაჩიძე, მხატვარი – ხვიჩა ვაშაყმაძე, მუსიკალური გაფორმება – ნიტა ხაჩიძე ft. Liluash (ლუკა ლილუაშვილი),  ტექნიკური ორგანიზება – თათა ქოჩიაშვილი, მაკა შავგულიძე.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: მაგდა გერაძე, გიორგი ჩუბინიძე, ია იაშვილი, მარიამ ირემაძე, ხვიჩა ვაშაყმაძე, კობა მიშვიძე, თათული ქაროსანიძე, ლუკა ფარჯიკია, ლუკა სვანიძე, ლუკა ლილუაშვილი.

ქუთაისში “სამოქალაქო თეატრი” 2023 წლის  ოქტომბერში დაარსდა. პირველი პერფორმანსი დასმა “ქუთაისურ ისტორიებს” მიუძღვნა.

სამოქალაქო თეატრის უცვლელი მხარდამჭერია სასტუმრო “არგო”, სადაც დასის რეპეტიციები მიმდინარეობს.

Exit mobile version