LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქართველი ხალხისთვის ახლა მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ბაიდენის ადმინისტრაციის დემარში იყო სწორედ ამაზე პასუხი – სოზარ სუბარი

ადამიანი გადაცემაშია მისული, რომ ჩვენი პარტია გააკრიტიკოს ან პირიქით, ჩვენ სხვა გავაკრიტიკოთ, ამის აკრძალვა შეუძლებელი და არასწორი მგონია – სოზარ სუბარი

დაპოსტა 2025/03/19-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

BBC-ი BBC-ია და ამ სტანდარტს არც BBC იცავს! – [მაუწყებლების მიმართ] ბალანსის დაცვის მოთხოვნა არასწორია! შეუძლებელია ყველა აზრი, ყველა პოზიცია ნეტ-ნაკლებად სწორად გამოხატოს! შევდივართ ზედმეტ რეგულირებაში, რომელიც სახელმწიფოს საქმე არც არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია! რაღაც ქიმერებს ვეკიდებით, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება არა თუ ძნელად შესასრულებელი, შეუსრულებელი იყოს! – ასეთია “ხალხის ძალის“ ვიცე-სპიკერის, სოზარ სუბარის პოზიცია “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გამოხატა.

როგორც სუბარმა ამ კონტექსტში განაცხადა, კანონმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ მედიამ ტყუილი არ გაავრცელოს და ადამიანს ცილი არ დასწამოს.

მისივე თქმით, მაუწყებლების მიმართ რიგი ვალდებულებების კანონით დავალდებულება, არასწორი იქნება.

“ის, რომ წარმოდგენილი ნომრები თვითრეგულირებიდან გადმოდის, არ შეიძლება გამართლება იყოს! ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის სწორი და რა – არასწორი!

როდესაც მიუკერძოებლობას ვამბობთ, მიუკერძოებლობა კარგია, მაგრამ მიუკერძოებელი მედია მსოფლიოში არ არსებობს. ტყუილი არ უნდა თქვა და ადამიანს ცილი არ უნდა დასწამო – ეს არის მთავარი! ნებისმიერი მედია მიკერძოებულია. მას მფლობელი ჰყავს და თავისი პოზიცია აქვს. სხვა არის, რომ სხვა სტანდარტი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსთხოვო. ზოგჯერ მიუკერძოებლობა ნონსენსია!

ზოგჯერ ბალანსის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, გუშინ ლანდსბერგისთან შეხვედრაზე რამდენიმე ტელევიზია – “იმედი“ და “პოსტ ტვ“ არ შეუშვეს – როგორ უნდა დაიცვან ბალანსი?! ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. არ არის სწორი, რომ ეს დავავალდებულოთ!

საავტორო გადაცემა იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს თავისი პოზიცია, გამოხატავს ამ პოზიციას და მის მიერ გამოხატული აზრის დამკვიდრებას ცდილობს. შეუძლებელია მას საავტორო პროგრამაში ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრების წარმოდგენა დავავალდებულოთ.

იგივე ეხება პუნქტს, რომლის მიხედვით, თუ ტელევიზიაში ყველა ჯგუფი წარმოდგენილი არ არის, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს. მაგალითად, ადამიანი მისულია იმისთვის, რომ პირობითად ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკრიტიკოს ან პირიქთ, ჩვენ ვართ მისული, რომ სხვა გავაკრიტიკოთ. ამის აკრძალვა და ამის კანონის დონეზე რეგულირება შეუძლებელი და არასწორი მგონია.

BBC-ი BBC-ია! არც BBC იცავს ამ სტანდარტს, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში რამდენი არასწორი ინფორმაცია გასულა, მაგრამ ერთია ინფორმაცია და მეორეა, დაიცვა ბალანსი! – მსოფლიოში ასეთი ტელევიზია არ არსებობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2025
0
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის დროით 16:20-ზე მოხდა 4.2(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა რუსეთში, ინგუშეთში,...

დაწვრილებითDetails

“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში
მთავარი

"შუადღის მზეზე ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდნენ დირექტორი და სხვა ბავშვები. დაისაჯა იმიტომ, რომ ბავშვმა გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლა", - ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში 8 წლის...

დაწვრილებითDetails

როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არალეგიტიმური პირია ამ არჩევნებზე – მამუკა მდინარაძე
მთავარი

შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“...

დაწვრილებითDetails

როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან
მთავარი

მზით დამწვრობა და ნამზეური მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის ისეთი აგრესიული ფორმისას, როგორიცაა მელანომა. ასევე მზის ზემოქმედებისგან კანი ადრე ბერდება: ის ნაკლებად ელასტიკური ხდება, ჩნდება ნაოჭები. მაგალითად,...

დაწვრილებითDetails

დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგი დალაქიშვილი მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი საფრანგეთში გადაყვანაა. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. "ჩვენს საყვარელ გიოს, იგივე "პუშკინას" , ჩვენს ბავშვობის მეგობარს,...

დაწვრილებითDetails

“არა არჩევნების სიმულაციას” – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“არა არჩევნების სიმულაციას” – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

"არა არჩევნების სიმულაციას" - ამ ლოზუნგით, პროტესტის ჩვეულ ადგილას, ქუთაისის მერიის წინ, 19:00 საათზე, აქცია გაიმართება. მოქალაქეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე 233-ე დღეა,...

დაწვრილებითDetails

“6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ ქუთაისიდან, როგორ წარმოუდგენიათ შემდეგი წლები”

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
ეკონომიკა

“ჩიპ თრეველის“ დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს ეხმაურება. ლევან ჭანჭალეიშვილი იმ სარგებლის შესახებ საუბრობს, რომელსაც ქუთაისელი სტუდენტები უვიზო მიმოსვლის შედეგად იღებენ. “გერმანიაში ყოველწლიურად 6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ...

დაწვრილებითDetails

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა
მთავარი

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანანა ტაბატაძე წერს: "მატერას ქართველ ემიგრანტულ საზოგადოებას ძალიან მწარე ამბავი დაატყდა თავს, სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულე თინა ბრეგვაძე ამ სამყაროს...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს – განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

15 წლის რომა დგებუაძე გარდაიცვალა. ბიჭს 28 მარტს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც დაეწყო ტვინის შეშუპება, თურქეთში რამდენიმე თვიანი მკურნალობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"