“ლოცვა ტაძრის გარეშეც შეიძლება, მაგრამ საქართველოს ერთიანობას მძლავრი მარჯვენა, უტეხი ხმალი და ციხეთა სიმრავლე იცავს.”
ამ სიტყვებს ამბობს მეფე გიორგი (“დიდოსტატის მარჯვენა”.)
გადავიაზროთ ახლებურ კონტექსტში, როდესაც ჰიბრიდულ, ანუ “პროქსი” ომში ვართ ჩართული:
– “მძლავრი მარჯვენა” ჩვენი ეროვნულ-ინდეპენდისტური მოძრაობის ერთობლივი ძალისხმევაა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, ჩვენი კულტურული გენოტიპის გადარჩენისთვის და თანამედროვე სამყაროსთან სრულფასოვნად მიერთებისთვის.
– “უტეხი ხმალი” რწმენაა ჩვენი მომავალი გამარჯვებებისა.
– “ციხეთა სიმრავლე” ჩვენი სახელმწიფოებრიობაა, მისი მხედრობა და სამართალდამცველებია; რომელიც მათთან ერთად ყველანაირად უნდა დავიცვათ სხვადასხვა ჯურის მტრებისგან.