ჰელსინკის კომისია ბლინკენს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს . წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები – ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი, ორპარტიული ლიდერები
“მიგვაჩნია, რომ შესაფერისი დროა, დაიწყოს საქართველოში არსებული კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების მიმართ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების ნიველირების პროცესი, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ახლო წრე” -ნათქვამია წერილში.