ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. დაკარგულად მიიჩნევა ასობით ადამიანი. როგორც ჰავაის გუბერნატორი ამბობს, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
მისივე თქმით, მაუიზე მძვინვარე ტყის ხანძარი ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფაა ჰავაის ისტორიაში. ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა განადგურდა, ზარალი კი 6 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.