სოფელ ჯუმათში დაღუპული მოზარდი 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილია.
ამ დროისთვის, დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ, ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.