დეპი-ჰარდის სასამართლო ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა და ამაში დიდი წვლილი მის ადვოკატს, კამილა ვასკესმა მიუძღვის, რომელიც პროცესებზე ზედმეტად მკაცრი და რადიკალური იყო. პროცესის დასრულების შემდეგ, ვასკესი დააწინაურეს კიდეც.ახლახან, კი ცნობილი გახდა, რომ კამილა ჯონის კიდევ ერთ საქმეს გაუძღვება. საუბარია 2017 წელს მომხდარ ფაქტზე. დეპს ბრალად გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ედება. ჯონი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან გრეგ ბრუკს ორჯერ, განზრახ ჩაარტყა მუშტი ნეკნებში. ეს მოხდა კრიმინალური დრამის, „სიცრუის ქალაქის“ გადაღებების დროს. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს არაერთი მოწმე ჰყავს და ყველა ერთხმად ადანაშაულებს ჯონს ძალადობაში.
დიპლომატიურ უწყებაში ის მეუღლეს ეძებდა-ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით თეირანის პოლიციამ განცხადება გაავრცელა. პოლიციის უფროსის, ჰუსეინ რაჰიმის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი საელჩოში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად შეიჭრა. დიპლომატიურ უწყებაში ის მეუღლეს ეძებდა, რომელიც, სავარაუდოდ,...