ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაციას თავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ავრცელებს:
“კარგი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ვისაუბრეთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისა და რეგიონული უსაფრთხოებისკენ.
საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ ევროკავშირის მომავლისკენ მიმავალ პროგრესზე.” წერს ჯოზეფ ბორელი.