,,საქართველოში ყველაზე მეტი სოფელი სამეგრელოში მოვამარაგეთ წიგნებით, რაც ამავდროულად ნიშნავს – სიმსუქნისკენ მიდრეკილება რომ მქონოდა, აქ ვერცერთ სურათში ჩავეტეოდი. მასპინძლების იერიში სრულიად გამანადგურებელია – ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის და გებჟალიას ზარბაზანს მიუშვერს შენს თავს, თვითმფრინავებიდან საცივის თხევად ბომბებს გიშენენ, ხარჩოს ლაზო გახრჩობს და ხაჭაპურის სამართებელი გსერავს, კუჭმაჭის მავთულხართები გაქცევის ფიქრს გიხშობს, ჭინჭრის მხლის ფეხოსანი არმია ყველგან მოგაგნებს და საკონტროლოს დაგახლის. და შენ, დანებებული, მაგრამ გულწრფელი, აწევ ღომის ღომზე თეთრ დროშას – დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს!” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.
ვალუტის კურსი განახლდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0185...