ჯერ არაფერი დაწყებულა, გადაღლილობის და დამცავი საფარველის ნაკლებობა იწვევს ვირუსის გადარევას და უზარმაზარი დოზებით შესვლას ორგანიზმში – კორონავირუსის გავრცელებისა და სამომვლო სირთულეები შესახებ მოსახლეობასა და მედიკოსებს აფრთხიელბს ამეიკული ლოჯისტიკის მზადების წევრი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ”
“იტალიური ფიასკოს ანალიზისას ერთი თავისებურება კიდევ შევნიშნე, დამცავი ტანსაცმლის და აღჭურვილობის მკვეთრი ნაკლებობა. ჩინელებს, კორეელებს, სინგაპურელებს და სხვა აზიელებს ულევად, განუსაზღვრელი რაოდენობით ჰქონდათ ორივე. დიდი ალბათობით ამანაც ითამაშა გადამწყვეტი როლი.
ამერიკული ლოჯისტიკის მზადებაში ვარ უკვე რამდენიმე კვირაა და როცა ვადარებ ჩინურს, პრაქტიკულად ნახევრად შიშვლები ვართ უნიფხვო აზნაურებივით.
საქართველოში რა ხდება, წარმომიდგენია.
ჰოდა, უძილობის, გადაღლილობის და დამცავი საფარველის ნაკლებობა იწვევს ვირუსის გადარევას და უზარმაზარი დოზებით შესვლას ორგანიზმში.
კლინიკებო, უმცირეს დეტალებამდე ივარჯიშეთ აღჭურვილობის ჩაცმა-გახდის პროცესში, სანამ დროა. აუცილებლად გყავდეთ ერთი “მოთვალთვალე” რომელიც ბოქსიდან გამოსულს დაეხმარება დასვრილი ტანსაცმელის ფრთხილად გახდაში და დააკვირდება რომ დამატებითი კონტამინაცია არ მოხდეს ამ დროს. სანამ აიწყვეტს ვირუსი, ეს პროცესი უნდა დამუშავდეს და რუტინულ ჩვევად იქცეს.
მიაწექით ტელემედიცინას! მაქსიმალურად შეზღუდეთ რუტინული მიღებები. პატარა ჯგუფებად დაყავით ექიმები და მოკლე ინტერვალებით ჩაანაცვლეთ. სწრაფი ტესტები მათთვის გამოიყენეთ დილაობით.
გევედრებით, შეეშვით მეტიჩრობას. თქვენ კი არა, ამერიკა ვერ იქნება მზად რამდენიმე თვე მოსალოდნელი დარტყმისათვის. გახსოვდეთ, ჯერ არაფერი დაწყებულა.
მადლობა საგანგებოსათვის.
უგუნურებმა არც კი იციან რასთან აქვთ საქმე და ვინაიდან შიშველი ხელებით მოუწევთ ქართველ ექიმებს პრაქტიკულად ბრძოლა, პრევენციაზე აიღეთ მთავარი აქცენტი. არ იკეკლუცოთ არაფრის და არავის გამო ხალხთან, თორემ უამრავი ადამიანის ცოდვას დაიდებთ სინდისზე.” – წერს ზურაბ გურული თავის ფეიბუკზე.