მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი, ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს თბილისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.