ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. არის რამდენიმე შსს-ს თანამშრომელი ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია 20-მდე ექიმი.
„არიან ექიმები ვისაც დაუფიქსირდათ. მათი რიცხი დღეის მონაცემებით არის 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე დაიგეგმა ეს გაიდლაინი და ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ იმ უსაფრთხოების ზომების და ნორმების დანერგვაში. ასევე მიმდინარეობს გარკვეულწილად ტრენინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირათადად გადატანილი აქვთ უსიმპტომოდ დაავადება. პრევენციიდან გამომდინარე ყველა ის ექიმი ვინ დაინფიცირდა, დღეს იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მათგან სხვა ადამიანები არ დაინფიცირდებიან“- განაცხადა ტიკარაძემ.