ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების მატება ახალგაზრდებს უკავშირდება.
„კორონავირუსის მზარდი შემთხვევები უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ეს ადამიანთა ქცევაში ცვლილებების შედეგია. რამდენიმე ჯანდაცვის უწყებიდან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად ინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან. მათ საკუთარი თავის, თავიანთი მშობლების, ბებიებისა და ბაბუების, ასევე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.
ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა ხოლო 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.