ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის წევრებს სთხოვა, რომ რეკომენდაციები, რომელსაც ხვალინდელ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მიიღებენ, დაკვირვებით განიხილონ, რადგან ეს არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებს მძიმე პანდემიური მდგომარეობიდან გამოსავლად ესახებათ.
“ჩვენ დღეს მთელს მსოფლიოსთან ერთად ვდგავართ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე, რომელიც არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის, რომელიც არ არის გამოწვევა მხოლოდ ექიმებისთვის.
ეს არის საკაცობრიო გამოწვევა და ყველანი ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, covid 19-ს.
მაშინ, როდესაც 30-ობით ოჯახი დღეს კარგავს თავის დედას, მამას, დას, ძმას , შვილს , არ შეიძლება რომ ჩვენ დავრჩეთ გულგრილები და არ შეიძლება ჩვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმეორებთ.
მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს , რომლისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ, იმ სოციალურ ღონისძიებებს , რომელსაც ჩვენ ვერ ვთმობთ და სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძ