საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაცია საჩხერის სამდიცინო ცენტრში საჯაროდ ჩაიტარა.
22 მარტის ოფიციალური მონაცემებით, “კოვიდ-19-ის” საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში ჯანდაცვის სექტორის 3 843 წარმომადგენელია აცრილი.
COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.