LIVE TV
ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯვის ინციდენტობა საქართველოში მაღალია ჯანმო-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით”- საქართველო ჯანმოს ანგარიშში

დაპოსტა 2021/08/08-ში
35
ნახვა
გაზიარება

ფინანსური დაცვის გასაძლიერებლად ამბულატორიული მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ადამიანებისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ჯანმოს ბარსელონას ოფისის, (ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების განყოფილება) ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების საფასურის დაფარვას და ფინანსურ უზრუნველყოფას უკავშირდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯვის ინციდენტობა საქართველოში მაღალია ჯანმო-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით”.

ჯანმო-ს ანგარიშის თანახმად, დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება.

„მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას როგორც მეტი მედიკამენტი, ასევე მეტი ადამიანი. დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება და მედიკამენტების რაციონალური დანიშვნისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ჯანმრთელობის სერვისის ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისრონ (ბალანსის დაანგარიშება) ასევე ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდებს სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისთვის. არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი ფასები და პაციენტებს მოსთხოვონ გადაიხადონ განსხვავება ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის. თანაგადახდის სისტემა რთული და პოტენციურად დამაბნეველია პაციენტებისთვის. დაცვის მექანიზმები არაეფექტურია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეღავათებზე წლიური ზედა ზღვარი, პროცენტული თანაგადახდის გამოყენება და პროვაიდერის მიერ პაციენტებისთვის დამატებითი თანხის დაკისრების შესაძლებლობა ჯიბიდან მაღალ გადახდებს იწვევს”, – ნთქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიში საუბარია საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს დაინერგა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვით მოცული მოსახლეობის წილი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე, შეამცირა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები და გაზარდა სერვისებით სარგებლობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც მანამდე არ იყო მოცული.

ჯანდაცვაში ამდენად საჭირო ინვესტიციის და ჯანდაცვის მომსახურებაზე წვდომის საგრძნობი გაუმჯობესების მიუხედავად, ევროპული სტანდარტების მიხედვით, კვლავ დაბალია საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე.

„შედეგად, ჯანმრთელობაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი (48% 2018 წელს) კვლავ აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (30%). ეს მიმოხილვა ეფუძნება საქსტატის მიერ ყოველწლიურად განხორციელებულ შინამეურნეობების შემოსავლებისა და დანახარჯების გამოკვლევის მონაცემებს. კვლევის თანახმად, 2013 წლიდან 2018 წლამდე, ჯიბიდან გადახდები გაიზარდა ოჯახების დანახარჯების 7%-იდან 9%-მდე, რაც მიანიშნებს, რომ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის გაზრდასთან ერთად გაიზარდა შინამეურნეობების ჯიბიდან გადახდები. 2018 წელს, შინამეურნეობების დაახლოებით 7%-მა განიცადა გამაღატაკებელი დანახარჯები ჯანდაცვაზე, ხოლო 17%-მა გასწია კატასტროფული დანახარჯები ჯანდაცვაზე. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია ევროპული რეგიონის მასშტაბით. ჯიბიდან გადახდების (69% 2018 წელს) ყველაზე დიდი წილი რეგულარულად მოდის მედიკამენტებზე, მას მოსდევს სტაციონარული (14%), და ამბულატორიული მომსახურება (11%). შინამეურნეობებს შორის ჯიბიდან გადახდილი დანახარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი განსხვავებებია. 2018 წელს, ამბულატორიული მედიკამენტების წილმა ჯიბიდან გადახდების 90% შეადგინა უღატაკეს შინამეურნეობებში კატასტროფული დანახარჯებით, ყველაზე შეძლებულ შინამეურნეობებში კი — 24%. მართალია, ამბულატორიული მედიკამენტების წილი იკლებს შინამეურნეობის მოხმარების ზრდასთან ერთად, სტაციონარულ, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე დანახარჯების წილი იზრდება შინამეურნეობის მოხმარებასთან ერთად. დროთა განმავლობაში, გაიზარდა მედიკამენტების წილი, რაც განპირობებულია ერთ სულზე მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების სწრაფი ზრდით, მოხმარების ყველა კვინტილში 2012- დან 2016 წლამდე პერიოდში”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ჯანმო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს შინამეურნეობების დაახლოებით 7%-მა გაიღო ჯანდაცვის ხარჯები, რამაც გაღარიბება გამოიწვია, ხოლო 17%-მა ჯანდაცვასთან დაკავშირებით კატასტროფული ხარჯები გაწია.

„ფინანსური სიდუხჭირის ეს დონე ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში. ფინანსური სიდუხჭირე მეტადაა კონცენტრირებულია უღარიბეს კვინტილში ყველა წლისთვის. 2018 წელს ყველაზე ღარიბი კვინტილის შინამეურნეობების 45%-მა და მეორე კვინტილის შინამეურნეობების 17%-მა გაწია კატასტროფული ხარჯები, ხოლო უმდიდრესი კვინტილის მხოლოდ 5%-მა გაწია ეს ხარჯები. ყველა კვინტილმა განიცადა ჯანდაცვის კატასტროფული დანახარჯების ზრდა დროთა განმავლობაში, მაგრამ ზრდის ძირითადი ნაწილი გამოწვეულ იქნა ორ უღარიბეს კვინტილში უფრო მაღალი ინციდენტობით. კატასტროფული ხარჯვა ყველა კვინტილში ძირითადად მედიკამენტებით არის განპირობებული, გარდა ყველაზე მდიდარი კვინტილისა. 2018 წელს მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები ჯიბიდან გადახდების 90%-ს შეადგენდა ყველაზე ღარიბი კვინტილის შინამეურნეობებში კატასტროფული ხარჯებით, ხოლო უმდიდრესი კვინტილის შემთხვევაში – 24%-ს”, – ნათქვამია ანგარიშში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

რომში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 10, 2025
338
მთავარი

რომში საცხოვრებელ ბინაზე ქურდობის მცდელობისთვის ორი ქართველი დააკავეს. რომში სამართალდამცველებმა ორი ქართველი მოქალაქე დააკავეს საცხოვრებელ სახლში შეღწევის მცდელობის ბრალდებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, 35 და 42 წლის მამაკაცები მაშინ აიყვანეს, როცა ბინის...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის კურსი 11 დეკემბრისთვის

დეკემბერი 10, 2025
62
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001...

დაწვრილებითDetails

როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook-ზე და როგორ დავიცვათ ანგარიში

დეკემბერი 10, 2025
44
მთავარი

სოციალურ ქსელში ჩვენი ანგარიშები საკმაოდ დიდ პირად ინფორმაციას იტევს, აქტივობა იქნება ეს, კავშირები თუ მიმოწერები. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ანგარიშზე ვინმე სხვასაც შეიძლება ჰქონდეს წვდომა, ამის შემოწმება მარტივად არის...

დაწვრილებითDetails

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს – კობახიძე

დეკემბერი 10, 2025
83
მთავარი

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს - განაცხადა „ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. საქმე ეხება „ეხო კავკაზას“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ტვირთების გადაზიდვისთვის ენგურის...

დაწვრილებითDetails

განადგურებული ბორჯომის ბაზრობის ნაცვლად თანამედროვე სავაჭრო სივრცის აშენება იგეგმება

დეკემბერი 10, 2025
41
მთავარი

მიმდინარე წლის მაისში დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც 15 000 კვ.მ.-ზეა განთავსებული თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო სივრცე აშენდება, სადაც ყველა დაზარალებული შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ამის შესახებ  ბაზრობის მფლობელი კომპანია GRDC Holding-ის...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე ახალ “საბაჟო ტერმინალს” აშენებს

დეკემბერი 10, 2025
40
მთავარი

ოკუპირებულ სოხუმში პირველად გაამხილეს პროექტის მიზანი, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სპეკულაციის საგანი იყო – “ეხო კავკაზას” ცნობით, ტრანზიტული და ლოჯისტიკის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და “აფხაზეთში მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის...

დაწვრილებითDetails

ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება

დეკემბერი 10, 2025
900
ეკონომიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დათქმა...

დაწვრილებითDetails

განათლების სამინისტრო რეფორმის თაობაზე შეხვედრების დაწყებას გეგმავს

დეკემბერი 10, 2025
13
მთავარი

მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,...

დაწვრილებითDetails

სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, უგონოდ სისხლდენით ეგდო – როგორია წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელის მდგომარეობა

დეკემბერი 10, 2025
162
მთავარი

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს ლევან კვარაცხელიას ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახბე ინფორმაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია  წერს. "გადარჩა! ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საია

დეკემბერი 10, 2025
18
მთავარი

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ 2025 წელს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».