შინაგან საქმეთა სამინსიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცით, ხუდადოვის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩნდა და ცეცხლის გავრცელების საშიშროება იყო. მათივე თქმით, მეხანძრე-მაშველებმადროულად მოახერხეს, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის გამოყვანა.
ხანძრის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა, მათ ხელზე მცირე დამწვრობა და ჭრილობა აღენიშნებათ. დაშავებულებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.