ხონის მუნიციპალიტეტში დღე კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ განუცხადა. მისი თქმით ინფიცირების წყარო აჭარაში ნამყოფი პირია, რომელმიც სტუმრად იყო გოჩა-ჯიხაიშში. ინფიცირებულები ერთმანეთის ნათესავები არიან.
როგორც ლადო ჯურხაძემ განაცხადა ხონში კორონავირუსი 21 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათი მდგოამრეობა სტაბილურია. 38 ადამიანი კი თითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც ხონის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები, ვირუსი დაფიქსირებულია სოფელ მათხოჯში, ნახახულევში, გოჩა-ჯიხაიში და ერთი ქალაქის ტერიტორიაზე.
როგორც ლადო ჯურხაძემ განაცხადა ისინი ეპიდემიოლოგიების მითითებებს ასრულებენ.