ხონში ავარიას 2 ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. როგორც ”მეგა ტვ”-ს აცნობეს ახალგაზრდები სოფელ კუხის მაცხოვრებლები არიან.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითთ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.