პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს. როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამგანუცხადა, აქციის მონაწილეები პოლიციამ საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო დააკავა.
„ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი „ქართული ოცნების“ მხრიდან ფაქტობრივად, გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ, როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი. აქ დროებით კედელზე ვაწერთ „20%“ და საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. ამაში ახალი არაფერი არ არის, პროტესტს ვერ გააჩერებენ და საბოლოოდ მაინც მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნის მოღალატეობრივ ხელისუფლებას“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.