ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის გაღიზიანება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თქმითაც საქართველო ოფიციალური ჩანაწერით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს.
„მე მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ყველა გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, კერძოდ, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დეკანოიძეს კითხვები აქვს ღარიბაშვილთან თუ რატომ გასცა ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია და არა საქართველოსთვის.