ხელფასები შესაძლოა, თვეში ორჯერ გაიცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქის მაკა მინდაშვილის საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი, რომლითაც მან პარლამენტს მიმართა.
როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.
მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ დასაქმებულებმა ხელფასი არა თვეში ერთხელ, არამედ თვეში ორჯერ – ორ კვირაში ერთხელ აიღონ. ინიციატივის ავტორის შეფასებით, ბევრ სექტორში დაბალი ანაზღაურების გამო, ადამიანები ვერ ახერხებენ შემოსავლის თვიდან-თვემდე განაწილებას. ამის გამო კი ადამიანებს, განსაკუთრებით ბოლო კვირებში უწევთ ფულის სესხება. ხელფასის ორ კვირაში გაცემა კი, მისი აზრით, ამ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.
წყარო: bpn. ge