ბათუმის თეატრის მსახიობი ლაშა კუხიანიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ, “პრაიმტაიმს” მისმა მეგობარმა დაუდასტურა.
მსახიობი ორშაბათს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოცე სართულიდან გადავარდა.
“ლაშა ორშაბათს დაიღუპა, აქამდე დედამისმა არ იცოდა მისი გარდაცვალების შესახებ. გუშინ ღამე მიასვენეს სახლში.
შაბათს ხელი მოაწერა, ცოლი მოიყვანა და ოთხი დღით იქირავა სახლი, მაგრამ ორშაბათს ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდა.
ლაშა ნაქირავები სახლის მეოცე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” გარდაცვლილი მსახიობის მეგობარმა.
“ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებული ლაშა კუხიანიძე.
ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მონაწილობდა ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლებში, ახლაც მიმდინარეობდა ინტენსიური რეპეტიციები მისი მონაწილეობით, რომლის პრემიერა მალევე უნდა გამართულიყო.
გადაღებულია სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში.
ბათუმის დრამატული თეატრი თითოეული წევრი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს ლაშა კუხიანიძის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს. უფალმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული.
დაკრძალვა 16 აგვისტოს | მის. იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი | ქ.ქუთაისი(ბალახვანი) | გამოსვენება 15სთ. 00წთ.” – წერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი