18:00 საათზე ქაშუეთის ეკლესიასთან! საზოგადოების გამაფრთხილებელი მოკრძალებული შეკრება!.. ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები!!! აიყვანეს ლევანი ჩაჩუა, ალტ-ინფოს ბიჭები!!! ფალავანდიშვილები!!! რეგიონები მოვემზადოთ, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი ქართული იდეა ავრცელებს.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციამ ისინი სახლიდან ცოტა ხნის წინ გაიყვანა.
სამართალდამცველები დილიდან ჩხრეკას ატარებენ გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში.
ჩხრეკა მიმდინარეობდა ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაში. ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძეც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.