Yellow Tape Showing Text Police Line Do Not Cross Restricting a Crime Scene Area At Night. Close Up Aesthetic Shot with Bokeh Effect and Flickering Lights. Criminal on the Loose Strikes Again

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯვარეში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, მხარეებს შორის შელაპარაკება ძველი კონფლიქტის გამო მოხდა.

“სამივე მათგანს აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები”, – უთხრეს “მოზაიკას”.

დაზარალებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 117-ე და 236 მუხლებით მიმდიანარებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას.