“ფლანგვის დეტექტორის” ცნობით, ხარაგაულის სოციალური სამსახურის უფროსის, კიაზო გამრეკელაშვილის შვილმა და სიძემ 2019 – 2023 წლებში 379 ათასი ლარის ტენდერები მოიგეს.
მათივე ინფორმაციით, შესყიდვების 80% გამრეკელაშვილის ოჯახის წევრებმა გამარტივებული შესყიდვების ან უკონკურენტო ტენდერების გზით მიიღეს.
“კიაზო გამრეკელაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა და პირებმა ხარაგაულში და ზესტაფონში 378, 828 ლარის ტენდერები ან გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.
აგრეთვე, ფიქსირდება სხვადასხვა სოფლის გამგებლების წერილობითი რეკომენდაცია გამრეკელაშვილის ოჯახის წევრებთან ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული…
კიაზო გამრეკელაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობა საბოლოო ჯამში ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ სასათბურე პირობებს უქმნის და საბიუჯეტო სახსრებს კორუფციის რისკის ქვეშ განკარგავს,” – ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” სტატიაში.
ცნობისთვის, კიაზო გამრეკელაშვილი 2018 წლიდან ხელმეორედ გახდა სოც. სამსახურის უფროსი, ხოლო 2021 წლიდან – საკრებულოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში.