თურქეთმა ქვეყნის 44 პროვინციაში 197 ტყის ხანძრიდან 185-ის გაკონტროლება შეძლო, – თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრმა ბექირ პაქდემირლიმ განაცხადა.
მისი თქმით, გრძელდება ძალისხმევა დარჩენილი კერების ლოკალიზებისთვის ქვეყნის 6 პროვინციაში : ადანაში, ანტალიაში, აიდინიში, დენიზლიში, ისფართასა და მუღლაში.
„ვაგრძელებთ ეფექტურ ჩარევას 16 თვითმფრინავით, 56 ვერტმფრენით და 850 წყლის მანქანითა და ტანკერით”, – განაცხადა პაქდემირლიმ.
მისივე თქმით, თურქეთს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებაში სხვადასხვა ქვეყნიდან გაგზავნილი 23 თვითმფრინავი ეხმარება.
შეგახსენებთ, თურქეთში ტყის ხანძრებს 28 ივლისიდან ებრძვიან. ოფიციალური მონაცემებით, ხანძრებს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა