LIVE TV
პარასკევი, ივლისი 1, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

ხანდაზმული ამბობს რომ, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია – რა ხდება ხანსაზმულთა სახლში

დაპოსტა 2022/06/23-ში
გაზიარება

დარღვევები წნორის ხანდაზმულთა სახლში – სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშით, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

 

“ხანდაზმულთა სავანე ბეთელი“ სათემო ორგანიზაციაა, სადაც განთავსებულია 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო“ აფინანსებს.

 

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. ბენეფიციარებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია.

 

“ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.

 

დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას. კერძოდ, არ აქვს ექიმის კადრი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია.

 

შემაშფოთებელ ანტისანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს საკვების კვებითი ღირებულების შეფასება.

 

ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, კერძოდ, არ აქვთ გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის აუცილებელი ტრენინგები. ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება.

უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით.

 

შემაშფოთებელია, დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ, ზემოთაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა – ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო.

 

იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც.

 

შესამჩნევია, ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს. ხოლო, მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს.

 

წნორის „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ ხანდაზმულთა არასათანადო, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ყოფნის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ,” – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება74

დაკავშირებული -პოსტები

სასურსათო კრიზისის გავლენა მძიმეა_იენს სტოლტენბერგი

ივნისი 30, 2022
15
მთავარი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სასურსათო კრიზისი არა ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებულმა სანქციებმა, არამედ პუტინის ომმა გამოიწვია. „იმის საპირისპიროდ, რასაც პრეზიდენტი პუტინი და ჩინეთი ახლა მსოფლიოს სხვადასხვა დეზინფორმაციული...

დაწვრილებით

2 საბავშვო ბაღში კოვიდი დაფიქსირდა

ივნისი 30, 2022
31
საზოგადოება

კორონა­ვირუსული ინ­ფექ­ცი­ის და­დას­ტურების გამო, გორში 2 სა­ბავ­შვო ბაღი დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა. გავრცელებული ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, საკმაოდ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. 5 ერთეული შემთხვევა გამოვლინდა გორის ორ სა­ბავ­შვო ბაღ­ში, ერთგან ინფიცირების...

დაწვრილებით

ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც მოხუცებს აბრუებდა და ძარცვავდა

ივნისი 30, 2022
171
A motorcyclist police officer escorts and guards the police van carrying Army Captain Nicholas Metaxas from the court to the Cypriot central prison in capital Nicosia, Cyprus, Monday, June 24, 2019.  A Cypriot army captain on Monday tearfully apologized to the families of seven foreign women and girls for the "unjust pain" he has caused them after pleading guilty to a dozen charges of premeditated murder and kidnapping.  (AP Photo/Petros Karadjias)
მთავარი

მოხუცების მომვლელად წლების წინ წასული ქართველი ქალი ათენში ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ის საბერძნეთში მომვლელად 16 წელი მუშაობდა. ქალი ძარცვის რამდენიმე ეპიზოდშია მხილებული. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ათენში ეძებდა მომვლელის ვაკანსიებს,...

დაწვრილებით

“წყალტუბოს ახალი სიცოცხლე” – როდის განხორციელდება დაპირებული გეგმა

ივნისი 30, 2022
51
მთავარი

"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" – კურორტის განახლების გეგმას მთავრობა ივლისის პირველ ნახევარში წარადგენს. ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქონების ეროვნული სააგენტო 180 ათას ლარიან გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. ამ ღონისძიებაზე პოტენციური...

დაწვრილებით

მაგთი კვლავ ზრდის ტარიფებს – ნახეთ რა დაგიჯდებათ მომსახურება

ივნისი 30, 2022
294
მთავარი

მაგთის აბონენტებმა სატარიფო ცვლილების შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღეს.  კომპანიის  ოფიციალური  ვებ-გვერდის ინფორმაციით,  მომხმარებლებს  ზოგიერთ მომსახურეობაზე ტარიფები  უძვირდებათ, გარდა ამისა ივლება პაკეტებიც. ცვლილბები შეეხო როგორც მობილურ, ასევე ფიქსირებული ინტერნეტს და სატელევიზიო...

დაწვრილებით

აქვს ტვინის შერყევა და ნაკერები თავზე – რას ამბობს ბიჭის დედა, რომელიც საყურის გამო სცემეს

ივნისი 30, 2022
41
მთავარი

თბილისში, თემქაზე 24 წლის ბიჭს საყურის ტარების გამო სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოში იმყოფება. ის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს....

დაწვრილებით

სად არის მოძრაობა სრულიად აკრძალული

ივნისი 30, 2022
14
მთავარი

აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მომატებული ბზარების და ქვისცვენის გამო, არსებობს გზის სავალი...

დაწვრილებით

ამერიკის ელჩი საქართველოში ჯიემპიპის პროგრამაში მონაწილე მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ივნისი 30, 2022
22
მთავარი

https://www.youtube.com/watch?v=-TaLTnApkII მედია პარტნიორობის პროგრამის მონაწილეებმა ჯი ემ პი პი პროგრამის მრავალწლიანი მუშაობა შეაჯამეს. მედია პატნიორობის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერითა და ,,აირექსის“ ორგანიზებით ათობით ტელევიზიის რადიოსა და ონლაინ მედიის წარმომადგენელთა...

დაწვრილებით

მამაკაცს 10 დღეა უშედეგოდ ეძებენ

ივნისი 30, 2022
82
მთავარი

ახლობლები დავით ყურავას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ისინი საზოგადოებას თხოვნით მიმართავენ: „გთხოვთ გააზიარეთ დაიკარგა... 19 ივნისს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა, 20 ივნისის შემდეგ კი სატელეფონო კავშირიც გაწყდა. უკვე რამდენიმე...

დაწვრილებით

დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს – ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ერთობლივი განცხადება

ივნისი 30, 2022
30
მთავარი

დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული....

დაწვრილებით
მეტის ნახვა
საზოგადოება

თვითმფრინავის ბორტზე კოვიდნფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა

ნოემბერი 2, 2021
67
მედიცინა

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა შორის ორი ბავშვია

მარტი 29, 2020
79
საზოგადოება

ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები ინიშნება

ივნისი 3, 2022
45





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!