ასე ხვდებიან ქუთაისში შიდა საქალაქო ტრანსპორტის აღდგენას. მოქალაქეებს უკვე რამდენიმე თვე გადაადგილება საკუთარი ავტომობილებით და ტაქსებით უწევთ, რაც, არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. სიახლეა ისიც, რომ ქუთაისში პირველად მრავალი წლის შემდეგ მუნიციპალური ტარნსპორტი ამუშავდა. ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი შემოვიდა და მერიის მიერ სპეციალურად შეიქმნა ტრანსპორტის კომპანია, რომლიც პასუხისმგებელი იქნება ამ ავტობუსების ფუნქციონირებაზე. პირველ ეტაპზე ფუნქციონირება 36-მა ავტობუსმა დაიწყო. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ტრანსპორტი დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შაბთ-კვირის გამოკლებით იმუშავებს. შიდა საქალაქო ტრანსპორტი აღდგა, თუმცა უცნობია შეზღუდვა როდის მოიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე . ჯერ -ჯერობით კონკრეტული თარიღი საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ხრიდან არ ჟღერდება.
ინდონეზიაში ვულკანი „იბუ“ ამოიფრქვა – დაწყებულია ევაკუაცია
ინდონეზიაში, აღმოსავლეთ კუნძულ ჰალმაჰერას ვულკანი "იბუ" ამოიფრქვა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 3000 მაცხოვრებლის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ცაში 4 კილომეტრის სიმაღლის სქელი...