დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებსაც ასთმა აქვთ, მათი ვაქცინაცია რეკომენდირებულია.
ამის შესახებ მან ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ასთმის მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან თვითონ კოვიდით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფს და შესაბამისად, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი პირველი უნდა აიცრას. ასევე ის ადამიანებიც უნდა აიცრან, ვისაც მედიკამენტებზე, შრატებზე ჰქონიათ რეაქცია ან ანაფილაქსია”, – განაცხადა ზახაშვილმა.