რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში დღეს ასობით ადამიანმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საწინააღდმდეგო საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა რეგიონში პოლიტიკური კრიზისის მიმართ პუტინის დამოკიდებულება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, შესაძლო მოწამვლის ფაქტი გააპროტესტეს.
„პუტინო, დალიე ჩაი“- სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რითაც ისინი ალექსეი ნავალნის საქმეზე მიანიშნებდნენ, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, თავი შეუძლოდ აეროპორტის კაფეში ჩაის დალევის შემდეგ იგრძნო.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ხაბაროვსკში დროდადრო, 9 ივლისის შემდეგ იმართება, როდესაც რეგიონის გუბერნატორი სერგეი ფურგალი რამდენიმე წლის წინ მომხადარ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.