ჭიათურაში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი.
ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, დაწყებულია გამოძიება.
სადგურის თანამშრომელი გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.