ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 2 აგვისტოს ღამით 14 წლის მოზარდი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
“საავადმყოფოში გადაიყვანეს , მაგრამ არაფერმა უშველა”, – ამბობენ ადგილობრივები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.