წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადმოყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა

თვითმხილველების ინფორმაცით, წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადმოყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა. მათივე ცნობით, ბავშვმა ნეკნები დაიზიანა. ისინი ყვებიან, რომ საცობების გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დროულად მისვლა ვერ მოახერხა და ბავშვი კლინიკაში კერძო მანქანით გადაიყვანეს. სასწრაფოში ფორმულას უთხრეს, რომ ბავშვი კონტაქტურია.