წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან იუწყებიან, ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი მუშაობის შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება.
„სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია იმერეთის მთავარი სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის კერებთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდნენ. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. დამწვარია ბალახი და ეკალ-ბარდი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.