,,ჭარბი ნალექის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზიანა კოსტავას, გოგებაშვილის, ლერმონტოვის, ტაბიძის, ბესიკის, დედაენის, ჭავჭავაძის, ავალიანის, ლორთქიფანიძის, ნინოშვილის ქუჩები და იქ მდებარე როგორც კერძო, ასევე მრავლბინიანი საცხოვრებლი სახლები, წყალმა დაფარა 9 აპრილის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში #9, # 10 კორპუსების სარდაფები.
უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ გუმათის, ჯიმასტაროს, სორმონის, ასევე მეჩხერი-ზარათის გზებზე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
საცხოვრებელი სახლები დაიტბორა სოფელ თერნალში, ბანოჯაში, ქვილიშორში, ხომულში, ქვილიშორში, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, სოფელ ძლიერმა წვიმამ დააზიანა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლის სატუმბი სადგური, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ხვალ სასმელ წყალს ვერ მიიღებს. მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო ბრიგადები, მიმდინარებს მიყენებული ზარალის პირველადი აღრიცხვა.”-ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.