წყალტუბოში სანატორიუმ „გეოლოგში“ მაცხოვრებელმა დევნილებმა აქცია გამართეს . მათ სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. დევნილების განცხადებით აქამდე მთავრობა მათ უპირობო გაყვანას პირდებოდა, როგორც ნგრევად შენობაში მაცხოვრებლებს, ახლა კი პირობა შეცვალა . ახალი გადაწყვეტილებით შენობიდან დევნილები ქულების რაოდენობით გავლენ.
„სამხარაულის დასკვნაც არსებობს, რომ შენობა ნგრევადია ,გვპირდებოდნენ სრულ გაყვანას ,ახლა კი ისევ ქულების სისტემაო. ყოველ დღე იმედით შევყურებდით წყალტუბოში ჩვენ თვალწინ ბინები როგორ შენდებოდა, ახლა კი იქ სხვები უნდა შეასახლონ,
ეს უსამართლობაა“- განაცხადეს მათ. დევნილების თქმით თუ სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ისინი ახალ კორპუსებში ძალით შეიჭრებიან.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2894471120617474&id=167521726645774&sfnsn=mo&d=n&vh=e