LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

წყალტუბოში პროფესიული კოლეჯი აშენდება – იმერეთის გუბერნატორი

დაპოსტა 2020/01/23-ში
174
ნახვა
გაზიარება

“წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტმა შედეგი უკვე დაწყებამდე მოიტანა” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წყალტუბოს მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის დაანონსებამ ისეთი სერიოზული რეზონანსი გამოიწვია, რომ შედეგი უკვე არსებობს.

როგორც შალამბერიძემ  ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრობისას განაცხადა, წყალტუბოსთან დაკავშირებით ინტერესს უკვე არაერთი ინვესტორი გამოთქვამს.

“ეს ის პროექტია, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ შედეგი უკვე განხორციელებამდე აქვს. წყალტუბოსთან დაკავშირებით არაერთი ინვესტორი გვიკავშირდება და გამოთქვამს ინტერესს, ასევე გაიზარდა ინტერესი მთლიანად რეგიონის მიმართ. ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის წევრები, რომლებმაც გვირჩიეს, რომ როდესაც მსგავსი ტიპის პროექტი ხორციელდება ერთ ქალაქში, ძალიან მნიშვნელოვანია ირგვლივ მოეწყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოდიან ამ კონკრეტულ რაიონში გარშემო ყველაფერი საინტერესო იყოს. შესაბამისად, ჩვენც ამ მიმართულებით გვინდა, რომ მოვარგოთ მთლიანად იმერეთი და ის მუნიციპალიტეტები, რომელიც ესაზღვრება წყალტუბოს, ასევე არანაკლებ საინტერესო იყოს ტურისტებისთვის”, – განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, წყალტუბოს სანატორიუმებთან დაკავშირებით ინტერესს გამოთქვამენ მსხვილი ინვესტორები და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ წყალტუბოში დასვენება და მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ქართველებისთვისაც და უცხოელებისთვისაც.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს სივრცით დაგეგმარება და ზოგადად გენერალური გეგმის შემუშავება, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, ზუსტად განვსაზღვროთ როგორ უნდა მოხდეს წყალტუბოს განაშენიანება. პირველი ეტაპია გენერალური გეგმის დასრულება, რომელიც განსაზღვრავს წყალტუბოს, როგორც კურორტის ფუნქციონირებას. პირველ და მეორე ზონაში მკაცრად იქნება გაკონტროლებული ის, რომ ის იერსახე, რაც აქვს წყალტუბოს, შენარჩუნდეს. მესამე ზონაში კი, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, იქ უკვე იქნება თავისუფალი და იქნება შეასძლებელი გაკეთდეს მაღალსართულიანი სახლები და ა.შ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს და პარალელურ რეჟიმში აშენდება პროფესიული კოლეჯი, რომელიც გადაამზადებს ყველას, ვისაც ადგილზე დასაქმების სურვილი და შესაძლებლობა ექნება, ეს შეიძლება იყოს, როგორც სანატორიუმებში, სასტუმროებში, ასევე რესტორნებში და სხვა. გარდა ამისა, წყალტუბოში გაკეთდება აკვაპარკი, კინოთეატრები და სხვა”, – განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება ადგილობრივების დასაქმებას, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ხელშეკრულებაშივე იქნება მითითებული მინიმუმ რამდენი ადგილობრივი უნდა დასაქმდეს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

“რაც შეეხება წყალტობოში მცხოვრებ დევნილებს, შენდება 8 კორპუსი, რომელიც უნდა დასრულდეს წლის ბოლოს და დაახლოებით 560 ოჯახი მიიღებს ბინას. გარდა ამისა, ქუთაისში მიმდინარეობს 6 კორპუსის მშენებლობა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანებს და გვაქვს ადგილები შერჩეული, რომ ახალი მშენებლობები დაიწყოს, ასე რომ, დევნილები, რომლებიც ამ სანატორიუმებში ცხოვრობენ, დაკმაყოფილდებიან ბინებით აუცილებლად”, – განაცხადა შალამბერიძემ.

გაზიარება101

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
34
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
14
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
14
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
819
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
62
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
23
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».