დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ 8 აგვისტოს ომში დაღუპული წყალტუბოელი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, გმირების ხსოვნას მათმა მეგობრებმა, ახლობლებმა და აგვისტოს ომის მონაწილე თანამებრძოლებმა მიაგეს პატივი. 12 წლის წინ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მამუკა სამაკაშვილი, რომან უგრეხელიძე, მამია ფანცულაია და ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი დაიღუპნენ. ფილიპე მგალობლიშვილი გურიაშია დაკრძალული. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1800 -1800 ლარი გადაეცათ.