წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკურსელ სტუდენტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, სტუდენტის სტატუსის მიღება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. მუნიციპალიტეტის მერმა აღინიშნა, რომ განათლება ჩვენი პრიორიტეტია და სწორედ მაღალკვალიფიციური კადრები სჭირდება ყველაზე მეტად ქვეყანას.
ახალგაზრდებმა თვითმმართველობის პირველ პირებ შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს და დასძინეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით აუცილებლად ასახელებენ როგორც ქვეყანას, ასევე მშობლიურ ქალაქს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მიმდინარე წელს საჯარო სკოლის 220 -ზე მეტმა მოსწავლემ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებლებში. 4-მა 100% გრანტი, ხოლო უმრავლესობამ სახელმწიფოსგან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღეს.
წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სტუდენტებთან შეხვედრები ამიერიდან ტრადიციულ სახეს მიიღებს. ადგილობრივი ხელმძღვანელობა მომავალში ახალგაზრდებთან თანამშრომლობით ბევრი ახალი საინტერესო იდეისა და პროექტების განხორციელებას გეგმავს.