ინფორმაციას თვითმმართველობის ოფიციალურ ფბ. გვერდზე ვკითხულობთ:
,,არსებული პანდემიური ვითარების გამო წყალტუბოდან, ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორის იაკობ ქაჯაიას დასახვედრად მხოლოდ რამდენიმე ათეული გულშემატკივარი გაემგზავრა.
აეროპორტში იყვნენ იაკობის ოჯახის წევრები, წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების წარმომადგენლები, პირადი მწვრთნელი დემურ კირტავა, სპორტული კლუბების გაერთიანების მმართველი ლევან ჩანქსელიანი და იაკობ ქაჯაიას მეგობრები სპორტის სფეროდან და მუნიციპალიტეტის მესვეურები.
“იაკობი ჩვენი სიამაყეა! მიხარია რომ ქვეყანასთან ერთად ჩვენი წყალტუბო ასახელა მსოფლიო მასშტაბით.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართვერლობა სიურპრიზს უმზადებს ჩვენ ფალავანს” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.